Accessibility links

უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი ყირიმის მოვლენებში რუსეთს ადანაშაულებს


უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი რუსეთს ადანაშაულებს ყირიმის შიდა საქმეებში ჩარევის გამო. უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის წინ დილიდან მიმდინარეობს ორი მრავალათასიანი მიტინგი. დემონსტრანტების ერთი ნაწილი ყირიმის რუსეთთან შეერთებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთია!“ ლეონიდ კრავჩუკმა, ლეონიდ კუჩმამ და ვიქტორ იუშჩენკომ ხუთშაბათს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც რუსეთი ყირიმის საქმეებში პირდაპირ ჩარევაშია დადანაშაულებული. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა მოუწოდეს სამართალდამცველ ორგანოებს, ყურადღება გაამახვილონ როგორც სეპარატისტულ მოწოდებებსა და უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების ხელყოფაზე, ისევე ბრალდებებზე ყირიმის ავტონომიაში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში.
XS
SM
MD
LG