Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ხედვებსა და პრიორიტეტებზე. გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული რეფორმები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ხელისუფლებას ეხმარება, შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და სამართლიანობა რეგიონში, განსაკუთრებით იმ საგარეო საფრთხეების და ზეწოლის გათვალისწინებით, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რეგიონში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.
XS
SM
MD
LG