Accessibility links

logo-print

ნატოს შტაბ-ბინა 26-27 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს


ნატოს შტაბ-ბინა 26-27 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრება. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გაფართოებულ შეხვედრას დღეს, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალის მთავარი თემებია: კიბერუსაფრთხოება, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და ავღანეთის მისია. სამუშაო შეხვედრის მეორე დღე ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრით დაიწყება. ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიელ, აზერბაიჯანელ და ავღანელ კოლეგებთან.
XS
SM
MD
LG