Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვენესუელელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს


ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის სამ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გავრცელდა. დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მიეცათ. ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც კარაკასიდან ამერიკის საკონსულოს სამი თანამშრომელი გაუშვეს. ვენესუელის ხელისუფლებამ ვაშინგტონელი დიპლომატები დაადანაშაულა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მებრძოლების გადაბირებაში. ვაშინგტონი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს. ვენესუელაში 12 თებერვლიდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. ამ დროის განმავლობაში შეტაკებების შედეგად 10 ადამიანია დაღუპული, ასობით კი დაკავებული.
XS
SM
MD
LG