Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვის მინისტრები ავღანეთზე იმსჯელებენ


ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ავღანეთში ალიანსის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თეთრმა სახლმა პენტაგონს დაავალა, მოამზადოს გეგმა ავღანეთიდან ამერიკის 33-ათასკაციანი სამხედრო დანაყოფის წლის ბოლომდე გამოყვანის თაობაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა ბრიუსელში განაცხადა, რომ „ყოველი დღე ავღანეთში აახლოებს ოპერაციის დასრულებას.“ თუმცა დასძინა, რომ ჯარის გაყვანის საბოლოო ვადებზე არ აპირებს მსჯელობას ნატოს ხელმძღვანელობასთან.
XS
SM
MD
LG