Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: უკრაინის სუვერენიტეტს ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, პატივი სცენ უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის დაწყებამდე რასმუსენს არ უხსენებია რუსეთი. „ჩემი გზავნილი მიმართულია იმ ქვეყნებისადმი, ვისაც ეს ეხებაო,“ დასძინა რასმუსენმა. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მხოლოდ კიევის გადასაწყვეტია, სურს თუ არა უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, მაგრამ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშიაო, აღნიშნა რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG