Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმფეროპოლში ადგილი ჰქონდა ქვების სროლას


ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადიმირ კონსტანტინოვმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტი არ აპირებს უკრაინის შემადგენლობიდან ავტონომიური რესპუბლიკის გასვლის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას. მანამდე კი დაპირიპისრებულ მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას და ქვების სროლას. ყირიმელი თათრების კრების, „ჯამაათის“ წევრებმა მოახერხეს პრორუსული ორგანიზაციების შევიწროება სიმფეროპოლის ცენტრში. უკრაინის ერთიანობის მომხრე დეპუტატებმა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საკუთარ მომხრეებს მოუწოდეს, დაშლილიყვნენ. თუმცა სიმფეროპოლის ცენტრში ვითარება საკამოდ დაძაბულია. დემონსტრანტები არ გამორიცხავენ პროვოკაციებს ღამით. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული 1954 წლამდე იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ კი, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყირიმი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შევიდა უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში.
XS
SM
MD
LG