Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა ადვოკატ გიორგი ონიანს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა ადვოკატ გიორგი ონიანს. მისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობას ითხოვდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ყოფილ პოლიციელ ონიანს ბრალს სდებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების გაყალბებასა და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავებაში. გიორგი ონიანს თავდებად დაუდგა საქართველოს პარლამენტის 26 წევრი, რომლებმაც სასამართლოს სთხოვეს ადვოკატის გირაოთი გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG