Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: „წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობა განმტკიცდება“


წელს, როდესაც ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის 22 წლისთავს აღვნიშნავთ, „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ გაიზრდება, არამედ განმტკიცდება კიდეც,“ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად უძღვებოდა. აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და ეწინააღმდეგება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მილიტარიზებისა და საზღვრის მშენებლობის პროცესს. ჯონ კერიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
XS
SM
MD
LG