Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აფრთხილებს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენობას


აშშ რუსეთს აფრთხილებს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენობას და არ ჩაერიოს ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისში. უკრაინის შესახებ იუწყებიან ასევე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა ერთ-ერთი ლიდერი, არსენი იაცენიუკი იქნა წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკრაინის ახალ მთავრობაში. კაბინეტის შემადგენლობაზე კენჭისყრა ხუთშაბათს არის მოსალოდნელი. ოთხშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება დასავლეთ რუსეთში მასშტაბური სამხედრო მანევრების ჩატარებაზე. მოსკოვმა განაცხადა აგრეთვე, რომ მიმართავს ზომებს შავი ზღვის ფლოტის დასაცავად. ფლოტის შტაბ-ბინა უკრაინაში, ყირიმში მდებარეობს. ასევე ოთხშაბათს, რუსეთის მოწინააღმდეგე დემონსტრანტები შეიჭრნენ ყირიმის ადგილობრივ პარლამენტში. ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივნის, ჯოშ ირნესტის განცხადებით, შეერთებული შტატები მტკიცედ ემხრობა უკრაინის ყოფილი ოპოზიციის ძალისხმევას გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG