Accessibility links

ბრიტანეთში პატიმრობა მიუსაჯეს მუსლიმ ექსტრემისტებს ჯარისკაცის მკვლელობისათვის


ბრიტანეთში სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა ორ მუსლიმ ექსტრემისტს, რომელმაც შარშან ლონდონში, ქუჩაში მოკლა ბრიტანელი ჯარისკაცი. მსჯავრდებულები, რომელთაგანაც ერთს სამუდამო, მეორეს კი, სულ ცოტა, 45 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, არ დასწრებიან განაჩენების გამოცხადებას. ისინი დარბაზიდან გაიყვანეს, როცა ყვირილი დაიწყეს მას შემდეგ, რაც მოსამსართლე განაჩენების წაკითხვას შეუდგა. ორი ექსტრემისტი დეკემბერში ცნეს დამნაშავედ ავღანეთის ომის ვეტერანის, ლი რიგბის მკვლელობაში. ის დანებით აჩეხეს 2013 წლის მაისში, ლონდონის ერთ-ერთ სამხედრო ყაზარმასთან.
XS
SM
MD
LG