Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ჭარელი და ვაკო ნაცვლიშვილი


სოფო ჭარელი და ვაკო ნაცვლიშვილი

სოფო ჭარელი და ვაკო ნაცვლიშვილი

27 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ „ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროგრამების კოორდინატორი ვაკო ნაცვლიშვილი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი სოფო ჭარელი. მათ ისაუბრეს საქართველოში ყველაზე მოცულობით ონლაინრესურსბაზა opendata.ge-ს შესახებ. დღეიდან რესურსბაზა განახლებული ფორმატით იწყებს მუშაობას. "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით, opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან პორტალად და დღეიდან ის გააერთიანებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI), "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (GYLA), "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" (TI-G) და ასოციაცია "მწვანე ალტერნატივის" მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას. რა გეგმები აქვთ ორგანიზაციებს? რა ტიპის ინფორმაციის მოძიება შეუძლია მომხმარებელს პორტალზე და რა მიზნებს ემსახურება ეს პორტალი?
XS
SM
MD
LG