Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გახდება ცნობილი ვანო მერაბიშვილის განაჩენი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის განაჩენს გამოაცხადებს. დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემ გუშინ, 26 თებერვალს წარადგინა, ბრალდების მხარემ კი რეპლიკის დროს მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენისკენ მოუწოდა. განაჩენი დღეს 15 საათზე გახდება ცნობილი. 26 მაისის საქმეზე სასამართლო განხილვა ხუთი თვეა მიმდინარეობს. 2011 წლის 26 მაისს რუსთავლის პროსპექტზე, პარლამენტის შენობათან მიმდინარე აქციის დაშლის გამო შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG