Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: აშშ მზადაა საქართველოს დასახმარებლად


ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა საქართველოს დახმარება გაუზარდოს, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, დახმარება გულისხმობს როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას, ისე დახმარებას ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ა.შ. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მოიხსენია და განაცხადა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ინტერესები აერთიანებთ.
XS
SM
MD
LG