Accessibility links

logo-print

ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა


საქართველოში სტუმრობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს სამთავრობო გუნდთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომამდე გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა და ე.წ. ბორდერიზციის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი კი არ გადაიხედება.
XS
SM
MD
LG