Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემზარ კვიციანი ჯერჯერობით ვერ ახერხებს საქართველოში ჩასვლას


კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც საქართველოში დღეს აპირებდა გამგზავრებას, - ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. ამის თაობაზე კვიციანმა დღეს სატელეფონო საუბარში უთხრა რადიო თავისუფლებას. „ჩემი რეისი უკვე მიფრინავს, მე კი არ მომცეს ბორტზე ასვლის უფლება. მიზეზი არ აუხსნიათ“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა. კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა. ემზარ კვიციანის საქართველოში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, ნორა კვიციანმა ოთხშაბათს გაავრცელა. "მას რუსეთში დეპორტი ჩაურტყეს და როგორც იქნა, საქართველოში ბრუნდება“,- განაცხადა ნორა კვიციანმა. დეპორტაციის შესახებ ცნობა ემზარ კვიციანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, თუმცა მისი სამომავლო გეგმებისა და ამჟამინდელი ადგილსამყოფლის დაზუსტებაზე უარი თქვა. „რისი ინტერვიუ თუ ძმა ხარ! ისე ვარ, დანა რომ დამარტყა, სისხლი არ გამომივა“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ემზარ კვიციანმა.
XS
SM
MD
LG