Accessibility links

logo-print

კაზრეთი - მუშების პროტესტი გრძელდება


ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი

დაბა კაზრეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. იქ უკვე მეორე კვირაა კომპანია „არ ემ ჯი ჯგუფის“ თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ. მუშების ნაწილი დღემდე შიმშილობს. საწარმოს ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 27 თებერვალს ვითარების ადგილზე გასაცნობად კაზრეთში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩავიდნენ. მათი განცხადებით, კაზრეთში შესაძლოა ვითარება მალე უმართავი გახდეს. პეტრიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში კაზრეთი შესაძლოა უბედურების ზონად იქცეს, რადგან ამ დაბის მოსახლეობის ბედი პირდაპირ უკავშირდება მათ ერთადერთ სამსახურს კაზრეთში. რადიო თავისუფლება ირაკლი პეტრიაშვილს კაზრეთში ტელეფონით დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

XS
SM
MD
LG