Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი სიმშვიდისაკენ მოწოდებით გამოდის ყირიმში დაძაბულობის ფონზე


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ტურჩინოვი სიმშვიდისაკენ მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირების ჯგუფმა ყირიმში კონტროლი დაამყარა ადგილობრივი მთავრობისა და პარლამენტის შენობებზე. მათ რუსეთის დროშები აღმართეს. ტურჩინოვმა შენობების დაკავებაში დაადანაშეულა „სამხედრო ფორმებში ჩაცმული კრიმინალური ელემენტები“. მანვე რუსეთი გააფრთხილა, ნუ განახორციელებს „სამხედრო აგრესიას“ ყირიმში. ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ შეიჭრა შენობებში. უკრაინაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ მზარდ შეშფოთებას იწვევს სეპარატისტული ტენდენციები ყირიმში, რომლის მოსახლეობის უმრვლესობასაც ეთნიკური რუსები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG