Accessibility links

logo-print

საფრანგეთში სასამართლომ უარი თქვა დავით კეზერაშვილის ექსტრადიციაზე


საფრანგეთში სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ უნდა მოხდეს საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია. კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით, ექს-ან-პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კეზერაშვილს მოეხსნება ელექტრონული სამაჯურიც, რომლითაც აკონტროლებდნენ მის გადაადგილებას მას შემდეგ, რაც თავდებით გაათავისუფლეს. დავით კეზერაშვილი საფრანგეთში შარშან ოქტომბერში დააპატიმრეს იარაღის ტრეფიკინგის ბრალდებით. საქართველოში გამომძიებლები აცხადებენ, რომ კეზერაშვილი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თბილისში უძრავი ქონებით უკანონო ვაჭრობასა და კორუფციაში.
XS
SM
MD
LG