Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ბრიტანეთს მოუწოდებს, დარჩეს „ძლიერ ხმად“ ევროკავშირში


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიტანეთს მოუწოდებს, დარჩეს „ძლიერ ხმად“ ევროკავშირის შემადგენლობაში. ამ მოწოდებამ გაიჟღერა ბრიტანეთის პარლამენტის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე მერკელის დღევანდელი გამოსვლისას. მერკელის აზრით, ბრიტანეთს შეუძლია, დაეხმაროს ევროკავშირს, გახდეს „მოდელი მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის“. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ დააკმაყოფილებს ბრიტანეთის ყველა მოთხოვნას ბლოკის რეფორმირების შესახებ და ევროკავშირი „არ არის მზად, ნებისმიერი ფასი გადაიხადოს“ ევროკავშირში ბრიტანეთის შესანარჩუნებლად. მერკელი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც და განაცხადა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინელ ხალხს. ანგელა მერკელი არის პირველი კანცლერი, რომელიც გერმანიის გაერთიანების შემდეგ გამოვიდა ბრიტანეთის პარლამენტის ორი პალატის გაერთიანებულ სხდომაზე.
XS
SM
MD
LG