Accessibility links

logo-print

იანუკოვიჩი პარასკევს რუსეთში გამართავს პრესკონფერენციას


რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი პარასკევს რუსეთში, დონის როსტოვში გამართავს პრესკონფერენციას. ის თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. რუსეთის მედიასაშუალებები იანუკოვიჩთან დაახლოებული პირებისაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ეს იქნება იანუკოვიჩის პირველი საჯარო გამოსვლა კიევიდან გაქცევის შემდეგ. ხუთშაბათს გავრცელდა უკრაინელებისადმი იანუკოვიჩის მიმართვა, რომელშიც ის აცხადებს, რომ თავს კვლავინდებურად მიიჩნევს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად და რუსეთს თხოვს თავისი პირადი უსაფრთხოების დაცვას. იანუკოვიჩი აღნიშნავს აგრეთვე, რომ უკანონოდ მიიჩნევს უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებებს. უკრაინის პარლამენტმა დღეს დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში არსენი იაცენიუკი უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG