Accessibility links

logo-print

ერევანში გაიმართა სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგა სერჟ სარქსიანთან შეხვედრისას გამოთქვა რწმენა, რომ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა. საქართველოს პრეზიდენტმა ოთხშაბათს დაიწყო სომხეთში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში, რასაც მოჰყვა მარგველაშვილისა და სარქსიანის შეხვედრა. ორდღიანი ვიზიტის გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ოვიკ აბრამიანთან და სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.
XS
SM
MD
LG