Accessibility links

logo-print

მუშათა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართება მთავრობის კანცელარიასთან


დღეს 15:00 საათზე მუშათა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციებიდან აცნობეს, 14 თებერვლიდან, კაზრეთში, მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, 26 თებერვალს, მასშტაბური გაფიცვის სახე მიიღო ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა პროტესტმა. პარალელურად, თითქმის ორი კვირაა, პროტესტის ნიშნად შიმშილობენ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები და მაშველები. "გაფიცვების მასშტაბურობა, ინტენსივობა და დასაქმებულთა იდენტური მოთხოვნები ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან შრომითი პოლიტიკის არსებითად გადახედვის, ეფექტური და დროული საკანონმდებლო ცვლილების გატარების აუცილებლობას", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაგეგმილი აქცია შემდეგი, კონკრეტული მოთხოვნებით გაიმართება: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება მედიაციის თაობაზე და უზრუნველყოს პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა; მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ არსებითად გადახედოს პოლიტიკას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და შეიმუშაოს მათი დაცვის მაღალი სტანდარტები და ეფექტური მექანიზმები.
XS
SM
MD
LG