Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაკასში ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სტუდენტების აქციის დასაშლელად


ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში პოლიციამ სტუდენტური აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეები ადრე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციაში რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კარაკასში მიმდინარე არეულობების შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, დაკავებულია ასეულობით დემონსტრანტი.
XS
SM
MD
LG