Accessibility links

logo-print

ვიქტორ იანუკოვიჩი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს


უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც თავს უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს, 28 თებერვალს დონის როსტოვში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" იანუკოვიჩის გარემოცვიდან სანდო წყარომ აცნობა. პრესკონფერენციის გამართვის ადგილი დამატებით გამოცხადდება – განაცხადა სააგენტოს წყარომ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის უმაღლესმა რადამ იანუკოვიჩს საპრეზიდენტო უფლებამოსილება მოუხსნა, პროკურატურამ კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG