Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბებმა სამი ჯარისკაცი მოკლეს თურქმენეთის საზღვარზე


ავღანეთში თალიბებმა, ცნობების თანახმად, სულ ცოტა, სამი თურქმენი მესაზღვრე მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბაღდისის პროვინციაში. პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ინციდენტი მოხდა წუხელ, როცა თურქმენი მესაზღვრეები ორი ქვეყნის საზღვარზე პატრულირებდნენ. ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებიათ თურქმენ ოფიციალურ პირებს. განცხადება რა გაუკეთებია არც თალიბანს.
XS
SM
MD
LG