Accessibility links

რუსი პარლამენტარები აპირებენ, გაამარტივონ ახალი ტერიტორიების მიერთება


რუსი პარლამენტარები აცხადებენ, რომ პარლამენტს წარუდგენენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისათვის ახალი ტერიტორიების მიერთების გამარტივებას. პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა, მიხაილ ემელიანოვმა ასეთ ნაბიჯს „აუცილებელი“ უწოდა უკრაინაში „არაპროგნოზირებადი“ ვითარების გამო. დეპუტატი განმარტავს, რომ ახალი კანონპროექტით, ტერიტორია რუსეთთან მიერთებას შეძლებს რეფერენდუმის, ან პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. რუსეთი კლავაც ვიქტორ იანუკოვიჩს მიიჩნევს უკრაინის კანონიერ პრეზიდენტად. იანუკოვიჩი გასულ შაბათს გადააყენა უკრაინის პარლამენტმა.
XS
SM
MD
LG