Accessibility links

logo-print

უკრაინის შსს მინისტრი: ყირიმის აერპორტებს რუსეთის ჯარი აკონტროლებს


უკრაინის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ჯარისკაცებს დაბლოკილი აქვთ ყირიმში მდებარე სევასტოპოლის აეროპორტი და რუსი სამხედროები პატრულირებენ ყირიმის დედაქალაქ სიმფეროპოლის აეროპორტშიც. უკრაინელმა მინისტრმა „სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია“ უწოდა აეროპორტებზე კონტროლის დამყარებას. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უარყოფს მომხდართან მისი ჯარისკაცებს კავშირს. კავშირს. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის მოვალეობის შემრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა რუსეთს მიმართა მოწოდებით პარასკევს კიევში, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას: „მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყიტოს ქმედებები, რომლებსაც აქვს უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ძირის გამოთხრის ნიშნები და უარი თქვას უკრაინაში ნებისმიერი ფორმის სეპარატიზმის მხარდაჭერაზე“. ვცრელდება ასევე ინფორმაცია, რომ კიევი რუსეთს სთხოვს ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირებას. უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული „მასობრივ მკვლელობაში“ ბრალდების საფუძველზე. უკრაინის პარლამენტმა შეერთებულ შტატებს, ბრიტანეთსა და რუსეთს მოუწოდა, დაიცვან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა 1994 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შესაბამისად.
XS
SM
MD
LG