Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: უმთავრეს პრობლემად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებები


საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების გავლების განახლებაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგული რჩება. რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტრუქციული ნაბიჯების მიზანია დაძაბულობის შემცირება, თუმცა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული ქმედებები უმთავრეს პრობლემად რჩება. „ჩემმა ქვეყანამ აირჩია ევროპული განვითარების გზა. გვინდა ქვეყანა უკეთესობისკენ შევცვალოთ და ეს დამოუკიდებელი ერის არჩევანია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე წელიწადში დაინახავენ განსხვავებას მათი და დანარჩენი საქართველოს ცხოვრებას შორის. „ჩვენ ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტებით ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ. ჩვენ მათ ვთავაზობთ თავისუფლებას, რომელიც უმნიშვნელოვანესია და მსოფლიოში ყველა ერს სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG