Accessibility links

logo-print

სერგეენკოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სამმხრივი კომისია შეისწავლის გაფიცულთა პრობლემებს


კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცული მუშების პრობლემების შესწავლაში საჭიროებისამებრ ჩაერთვება სამმხრივი კომისია - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენცაზე განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, შრომითი დავის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია კიდეც, რომ ჩაერიოს. დავით სერგეენკოს განმარტებით, თუ მხარეებთან სამინისტროს შრომის დეპარტამენტის წარმომადგენლების და ოფიციალური მედიატორის მოლაპარაკებები წარუმატებელი იქნება, ამოქმედდება სამთავრობო სამმხრივი კომისია. ვადასტურებ, რომ ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ საკითხების მოგვარებაში და პირობას ვიძლევი, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ სამინისტრომ კანონით მინიჭებული ვალდებულებები შეასრულოს - განაცხადა დავით სერგეენკომ. ჭიათურის მაღაროს გაფიცული მუშები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციისგან მოითხოვენ დანაპირების შესრულებას ხელფასის მომატების და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურების შესახებ. კაზრეთში ოქროს მომპოვებელი საწარმოს მუშები კი ხელფასის მომატების გარდა სამსახურიდნ დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG