Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მუშათა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა


მუშათა უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქციაზე შეიკრიბნენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუგების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, კაზრეთსა და ჭიათურაში მუშების გაფიცვის და თბილისში მეხანძრეთა შიმშილობის აქციის მასშტაბურობა და იდენტური მოთხოვნები ცხადყოფს, რომ სახელმწიფომ შრომით პოლიტიკას არსებითად უნდა გადახედოს და დროულად განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. მთავრობის კანცელარიასთან გამართული აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება მედიაციის თაობაზე და უზრუნველყოს პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა.
XS
SM
MD
LG