Accessibility links

იანუკოვიჩი აპირებს, გააგრძელოს "ბრძოლა უკრაინის მომავლისათვის"


უკრაინის გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის განცხადებით, ის აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა უკრაინის მომავლისათვის - იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, იანუკოვიჩის სიტყვებით, შიშით და ტერორით ცდილობენ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას. იანუკოვიჩმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. დარბაზში შეკრებილ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებს იანუკოვიჩმა უთხრა, რომ ის არავის გადაუყენებია და უკრაინიდან გაიქცა საფრთხის გამო, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა: „როგორც იცით, უკრაინაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ნაციონალისტურმა, პროფაშისტურმა ელემენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის მოსახლეობის ასბოლუტურ უმცირესობას. ვითარებიდან არსებული გამოსავალია იმ ყველაფრის შესრულება, რაც განპირობებული იყო უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მონაწილეობით,“ განაცხადა იანუკოვიჩმა. ეს განცხადება მიანიშნებს კიევში 21 თებერვალს ხელმოწერილ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წელს, დეკემბერში ჩატარებას, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეკვეცას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას. პრეს-კონფერენციის დროს იანუკოვიჩმა ბოდიში მოუხადა უკრაინელებს იმის გამო, რომ ვერ შეძლო სტაბილურობის უზრუნველყოფა. მანვე განაცხადა, რომ არავის სთხოვს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას.
XS
SM
MD
LG