Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: უკრაინაში ინტერვენციისთვის მოსკოვს საფასურის გადახდა მოუწევს


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო გადაადგილებების თაობაზე. ობამას თქმით, აშშ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით იდგება და დაიცავს პოზიციას, რომ უკრაინაში ნებისმიერი ინტერვენციისთვის რუსეთს საფასურის გადახდა მოუწევს. უკრაინელი ხალხი იმსახურებს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს თავისი ქვეყნის მომავალიო, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ობამას თქმით, ის ახლახან ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ხოლო მისი ადმინისტრაციის წევრები ყოველდღიურ კონტაქტს ინარჩუნებენ რუსეთის ოფიციალურ პირებთან და მათ ატყობინებენ, რომ რუსეთს შეუძლია შეუერთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას საიმისოდ, რომ ერთიანი უკრაინა წინ წავიდეს და იქ სტაბილურობამ და წარმატებამ დაისადგუროს. ბარაკ ობამამ უკრაინის შესახებ საგანგებო განცხადება პარასკევს საღამოს გააკეთა.
XS
SM
MD
LG