Accessibility links

იაცენიუკი: უკრაინა ძალით არ უპასუხებს რუსეთის "პროვოკაციებს"


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა შაბათს ახალი მიმართვა გაუგზავნა რუსეთს ყირიმში მისი სამხედრო აქტიურობის შეწყვეტის თხოვნით. ამასთან, იაცენიუკმა თქვა, რომ უკრაინა უარს ამბობს, ძალით უპასუხოს რუსეთის „პროვოკაციებს“. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა რუსეთი ყირიმში აგრესიაში დაადანაშაულა და მოუწოდა მოსკოვს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციისთვის მოსკოვს საფასურის გადახდა მოუწევს.
XS
SM
MD
LG