Accessibility links

რუსეთის ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანას


რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილებას უკრაინის ტერიტორიაზე, ამ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაციამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის მიღებულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვის საფუძველზე და ეფუძნება რუსეთის მოქალაქეებისა და უკრაინაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტის უსაფრთხოების ინტერესებს. რუსეთის ფედერაციის საბჭომ აშშ-დან რუსეთის ელჩის გამოწვევის საკითხი დააყენა.
XS
SM
MD
LG