Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში ცემეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი


უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ ხარკოვში ცემეს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის კორესპონდენტი. მისივე ცნობით, შაბათს თავს დაესხნენ რუსეთის მხარდამჭერი აქტივისტები. თავდასხმის დროს ჟურნალისტი ვიდეო-რეპორტაჟს წარმართავდა რუსეთის მხარდამჭერი აქტივისტების მიერ დაკავებული რეგიონული ადმინისტრაციის შენობიდან. თავდამსხმელებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რომელსაც არ სურს დასახელება, მოვლენების „არასწორად გაშუქებაში“ დაადანაშაულეს. კორესპონდენტი ცემეს და აიძულეს რუსეთის სიმბოლოებთან მუხლი მოეყარა და მთხვეოდა მათ. თავდასხმა აღიკვეთა კომუნისტური პარტიის ხარკოვის ფილიალის თავმჯდომარის - ალა ალექსანდროვსკას ჩარევის შედეგად. მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა სამართალდამცავებს შეატყობინა.
XS
SM
MD
LG