Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიტალი კლიჩკო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან მოითხოვს გაეროსთვის მიმართვას


უკრაინის პარტია „უდარის“ ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ტურჩინოვს მოსთხოვა სასწრაფოდ გაგზავნოს გაეროში განცხადება - უკრაინის შესახებ მოსკოვის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევის თაობაზე. „უდარის“ პრესსამსახურის ცნობით, კლიჩკო მოითხოვს აგრეთვე უკრაინის რადის სასწრაფოდ შეკრებასაც. კლიჩკო თვლის, რომ რადის დეპუტატებმა უნდა განიხილონ შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის შესახებ შეთანხმების გაუქმების საკითხი. „უდარის“ ლიდერი თვლის, რომ უკრაინის პარლამენტმა უნდა მიმართოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი სახელმწიფოების ლიდერებს დაუყოვნებლივ შეასრულონ ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და შეაჩერონ რუსეთის აგრესია სუვერენული უკრაინის მიმართ. „უდარის“ მოთხოვნაა უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს დაავალოს სრული მობილიზაცია უკრაინის მიმართ აგრესიის დაწყების გამო.
XS
SM
MD
LG