Accessibility links

პუტინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის თაობაზე. პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნა დამოკიდებული იქნება ყირიმის ნახევარკუნძულზე მოვლენების განვითარებაზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ და სადაც განლაგებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა. შაბათს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. პესკოვის სიტყვებით, ეს პუტინს მოქმედების სხვადასხვა საშუალებას აძლევს მოვლენათა განვითარების შესაბამისად. პესკოვმა ასევე თქვა, რომ პუტინს არ მიუღია გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთის ელჩის გამოხმობის თაობაზე. რუსეთის კანონმდებლებმა აშშ-დან რუსეთის ელჩის გამოხმობა მოითხოვეს პასუხად ვაშინგტონის გაფრთხილებაზე, რომ უკრაინაში ინტერვენციისთვის მოსკოვს საზღაურის გადახდა მოუწევს.
XS
SM
MD
LG