Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი და ნატო რუსეთს მოუწოდებენ, არ განალაგოს თავისი ჯარი უკრაინაში


ევროპის კავშირი და ნატო რუსეთს მოუწოდებენ, არ განალაგოს თავისი ჯარი უკრაინაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეთრინ ეშტონმა შაბათს რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიერ ჯარის გამოყენებისთვის ხმის მიცემას დაძაბულობის ესკალაციის საფრთხის შემცველი აქტი უწოდა. მან რუსეთს მოუწოდა არა ჯარის განლაგებით, არამედ სამშვიდობო გზებით ეცადოს საკუთარი პოზიციის გამოხატვას. შაბათსვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს. რასმუსენის თქმით, ნატოს წევრებს შორის მჭიდრო კოორდინაციაა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. რუსეთის პარლამენტის გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოხატეს ასევე დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG