Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით


გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ღია სხდომა დაინიშნა მას მერე, რაც რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად მოიწონა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანა. გაეროში უკრაინის ელჩმა, იური სერგეევმა სხდომაზე უშიშროების საბჭოს მოუწოდა, „ყოველი ღონე იხმაროს, რათა შეწყდეს აგრესია“ რუსეთის მხრიდან. გაეროში აშშ-ის ელჩმა სამანთა პაუერმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია. მისი თქმით, ყირიმზე რუსეთის შეჭრას არავითარი კანონიერი საფუძველი არ მოეპოვება. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, უკრაინაში დაუყოვნებლივ განთავსდნენ ეუთოსა და გაეროს მეთვალყურეები და შეეცადონ ადგილზე ვითარების განმუხტვას. ამასობაში ევროკავშირმა და ნატომ განმეორებით გააფრთხილეს მოსკოვი, თავი შეიკავოს ინტერვენციისგან.
XS
SM
MD
LG