Accessibility links

logo-print

ობამამ პუტინს მოუწოდა, ჯარები სამხედრო ბაზებზე დააბრუნოს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, ყირიმში რუსეთის ჯარები თავიანთ სამხედრო ბაზებზე დააბრუნოს. როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ობამამ პუტინს შაბათს გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბარის დროს უთხრა, რომ თუკი მოსკოვი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას, ეს გამოიწვევს მის უფრო მეტ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციას“.
XS
SM
MD
LG