Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა სამხედრო რეზერვისტთა მობილიზაციას აპირებს


უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ანდრეი პარუბის თქმით, უკრაინა ყველა სამხედრო რეზერვისტის მობილიზაციას აპირებს. პარუბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბჭომ თავდაცვის მინისტრს დაავალა, შეკრიბოს ყველა, ვინც ამჟამად ესაჭიროება შეიარაღებულ ძალებს მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. მან დასძინა, რომ მობილიზაცია „უკრაინის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავადაა“ საჭირო.
XS
SM
MD
LG