Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს რუსეთს "დაძაბულობის დეესკალაციისკენ"


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოქმედებებით რუსეთი ემუქრება ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რასმუსენმა რუსეთს „დაძაბულობის დეესკალაციისკენ“ მოუწოდა. რასმუსენმა ეს განცხადებები ნატოს საგანგებო სხდომამდე გააკეთა. ნატოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ნატოს მთავარი უწყების - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 2 მარტის სხდომა პოლონეთის მოთხოვნით ტარდება. ვარშავა აცხადებს, რომ მას აშინებს რუსეთის ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენცია მეზობელ უკრაინაში.
XS
SM
MD
LG