Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები


მოსკოვის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროსთან, დააკავეს ასამდე მონაწილე აქციისა, რომელიც უკრაინასთან ომის წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორც იტყობინებიან, დაკავებულთა ზუსტი რიცხვის დადგენა რთულია, ვინაიდან ისინი ავტობუსიდან ავტობუსში გადაჰყავთ. მთლიანობაში გაივსო სულ ცოტა ოთხი ავტობუსი. ამავე დროს დაიწყო მანეჟის მოედანზე მსგავსი აქციის მონაწილეთა დაკავება. „ეხო მოსკვის“ ცნობით, მოსკოველებს ასევე აქციების ჩატარება სურდათ ქალაქის სხვადასხვა წერტილებში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ ათობით ადამიანი დააკავეს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, ისაკის მოედანზე.
XS
SM
MD
LG