Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ჰეიგი: მოსკოვმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, უილიამ ჰეიგის თქმით, მოსკოვმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ეს განცხადება მან გააკეთა კვირას ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, კიევში გამგზავრების წინ. უკრაინის დედაქალაქში ის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. ჰეიგმა უკრაინის კრიზისში მონაწილე ორივე მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ კონფლიქტისგან. დასავლეთში იზრდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება მაშინ, როცა იტყობინებიან, რომ ეგრეთწოდებულმა „თვითდაცვის“ ძალებმა ყირიმში კონტროლი დააწესეს სამხედრო ბაზებზე.
XS
SM
MD
LG