Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში, რუსეთის საელჩოს წინ, გაიმართა ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია


ბერლინში, რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ, გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას აპროტესტებენ. დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მწერალმა ჰერტა მიულერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, შეიცვალოს აზროვნების წესი და შეწყვიტოს ცივი ომის კატეგორიებით ოპერირება: „ცნობილია, რომ პუტინი კაგებეს აგენტი იყო და დღემდე არის, და რომ მას უბრალოდ სხვაგვარად აზროვნება არ შეუძლია. მაგრამ ამავე დროს გვჯერა ხოლმე, რომ ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს აზროვნების წესი. მე ვფიქრობ, პუტინს შეუძლია ევროპის ნაწილი იყოს. არ ვიცი, ევროპა ყოველთვის მტრულად განწყობილი რატომ წარმოუდგენია. მისთვის დაუშვებელია ცივი ომის დასრულება, ვინაიდან სურს, კვლავაც ძლიერ პიროვნებად გრძნობდეს თავს. ეს სისულელეა. მასაც შეუძლია იყოს ევროპის ნაწილი, ისევე, როგორც სხვასაც სურს ეს, ისევე, როგორც უკრაინელებსაც სურთ ეს.“
XS
SM
MD
LG