Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის კულტურის მინისტრი გამოვიდა ინტერნეტის მეტი თავისუფლების მოწოდებით


ირანის კულტურის მინისტრი გამოვიდა ინტერნეტის მეტი თავისუფლების მოწოდებით. სახელმწიფო სააგენტო ირნას ცნობით, ალი ჯანათიმ კვირას თქვა, რომ ირანში ინტერნეტის მართვის წესები თანამედროვეობას უნდა შეესაბამებოდეს. „ასეთი ტექნოლოგიის განვითარებას ვერ ავკრძალავთ ისლამური ღირებულებების დაცვის მოტივით,“ თქვა ჯანათიმ და დასძინა, რომ ირანი ვეღარ განაგრძობს მსოფლიოსგან საკუთარი თავის იზოლაციას.
XS
SM
MD
LG