Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და თავი შეიკავოს ამ ქვეყნის სხვა ნაწილებში ჩარევისგან. გენერალური მდივანი ჟურნალისტების წინაშე გამოვიდა ნატოს 28 წევრი ქვეყნის ელჩების საგანგებო შეხვედრის შემდეგ. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ალიანსმა გააკეთა განცხადება, რომელშიც ორივე მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამონახონ ვითარების მოგვარების მშვიდობიანი გზები დიალოგის მეშვეობით და რეგიონში გაეროს უშიშროების საბჭოსა და ეუთოს ეგიდით საერთაშორისო მეთვალყურეთა გაგზავნით. მანამდე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირიმში თავისი მოქმედებით მუქარას უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
XS
SM
MD
LG