Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეკვა "ინკლუზიურად" (ჩვენებური კანდოკა) - ნაწ. I


ავტორი: ანი რევაზიშვილი

კანდოკა ცეკვის კომპანიაა, რომლის ისტორია 1991 წლიდან იწყება. სამშობლო - დიდი ბრიტანეთია. აერთიანებს გარკვეული შეზღუდვების მქონე და არ მქონე მოცეკვავეებს. ქმნის იდუმალ, საინტერესო და ლამაზ პერფორმანსებს სცენაზე და მუშაობს ინკლუზიური სწავლების განხრით ყოველწლიურად დაალოებით 12 000 მოსწავლესთან. მათ ვებ გვერდზე ვკითხულობთ: ჩვენ ვართ გუნდი რომელსაც სურს განახოთ რა არის ცეკვა და ვის შეუძლია იცეკვოს

ვიფიქრე ეს აბზაცი საეპილოგე აბზაცად ხომ არ მიმებათქო ბოლოსკენ, რადგან სწორედ ვორკშოპიდან სახლში მისულმა და ლეპტოპთან ჩამჯდარმა გავარკვიე ვინ ყოფილან ეს ადამიანები, რომლებმაც შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე და ჩემსავით კიდევ 20მდე ადამიანზე, და რით არიან დაკავებულები ისინი.
მანამდე კი შევავსე სააპლიკაციო ფორმა თავზე მსხვილი ასოებით „Inclusive dance“, გავაგზავნე მითითებულ ელ ფოსტაზე.
მალევე მოვიდა პასუხი რომ შერჩევის შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ. ჩავთვალე რომ ასეც მოხდებოდა, არ ვიცი რეკომენდატორის ან საინტერესო მომავალი პროფესიის გამო.
იმიტომ რომ რომ არსად გავქექე ინფორმაცია არსებული ვორკშოპის და მევორკშოპე ხალხის შესახებ , ერთ კვირაში კიდეც დამავიწყდა ჩემი შევსებული ფორმაც და შეპირებული „შერჩევის შემთხვევაში დაგიკავშირდებით“-აც .
არადა დამიკავშირდნენ, მეც დავთანხმდი და როგორც მჩვევია მხოლოდ დამშვიდობების შემდეგ გადავავლე თვალი ჩემი შემდეგი კვირის და განსაკუთრებით ვორკშოპის დღის გრაფიკს: ლექციები, ლექციები... შემდეგ დღემდე პასუხის შეცვლის უფლება მქონდა და მოვეშვი.
საბედნიეროდ ლექციები გადამედო დღე გამომითავისუფლდა და დილის 10-ის ნახევარზე მარჯანიშვილის თეტრის შესასვლელთან ვიდექი გამოსაცვლელი ტანსაცმლისგან გაბერილი ჩანთით. 15 წუთის შემდეგ წასვლა დავაპირე, რადგან არავინ გამომეხმაურა თუმცა გამახსენდა რომ დღე თავისუფალი მქონდა და „უბრძლოველად“ წასვლა გადავიფიქრე. მოვქექე ნომერი, რომელმაც ჩემი შერჩევის შესახებ შემატყობინა, მან გადამამისამართა ვიღაც ნინოსთან, ვინც გადამამისამართა ანისთან ასე უსასრულოდ გაგრძელდებოდა ალბათ „თქვენ ვოკრშოპზე ხართო?“ რომ არ გამეგონა ზურგიდან. ასე აღმოვჩნდი გოგონების გასახდელში. ჩემსავით მონაწილე გოგონას ვკითხე, ხომ არ იცი რა ტიპის ცეკვაზეა ლაპარაკითქო? და იქვე დავადანაშაულე თავი არაინფორმირებულობის გამო. გოგონამ რაღაც უცნაური, არაქართული სიტყვა მითხრა. გაგიგიაო? მივხვდი რომ არ გამეგონა და გულწრფელად მივუგე არათქო. ხოდა ეგ იქნებაო! მადლობის ნიშნად თბილად გავუღიმე და გამოვედი დარბაზში.აქ ყველა ყველას მეგობარი და ძველი ნაცნობი დამხვდა. მე ვიყავი მხოლოდ „ჩემთვითონ“.
ჩემით განსაკუთრებით არავინ დაინტერესებულა და არც მე გამომიჩენია ჯგუფში ჩართულობის განსაკუთრებული სურვილი(?!). მხოლოდ ყველას სათითაოდ ვაკვირდებოდი, ერთი ქალბატონი მეცნო ერთ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან და მორჩა.
მონაწილეთა მრავალფეროვან სპექტრს მოველოდი. ვითავხედე და მოლოდინების გაცრუებაზე ფიქრიც კი დავიწყე იმის ფონზე რომ სათაურის (ინკლუზიური ცეკვა) და ორგანიზატორის (ბრიტანეთის საბჭო) გარდა არაფერი ვიცოდი. მაინც მეგონა რომ ვიქნებოდით სხვადასხვა შესაძლებლობებით, განსხვავებული ასაკის და სხვადასხვა ეროვნებისაც კი, ალბათ სიტყვა ინკლუზიურმა გადამძალა ამ ფიქრებისკენ.
ჩემით არავინ დაინტერესებულათქო ვახსენე და ეს მანამდე სანამ ნახევარწრეზე დამსხდრებმა საკუთარი თავის წარდგენა და მოსვლის მიზეზის თქმა არ დავიწყეთ. ფეხმორთხმით ვისხედით მონაწილეები, 3 ტრენერი-მოცეკვავე: ენი, დენი, სუსანა და თარჯიმანი.
იყვნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სკოლებიდან, ცეკვის სტუდიებიდან, თავად მოცეკვავეები, ჟურნალისტი, რეჟისორი - ყველა მათგანი მუშაობდა ან აპირებს მუშაობას მომავალში „ესეთ“ ბავშვებთან და ტრენერებისგან მოელოდნენ განსაკუთრებული მიდგომების ათვისებას და შემდგომ უკვე შეძენილი უნარების მათ სფეროში გენერალიზებას. ყველა ძალიან საქმიანი, კონკრეტულის მისაღებად მოსული მომეჩვენა ჩემს გარდა თუმცა რადგანაც დავიწყე გულწრფელად „არ ვიცი აქ რა ხდებათი“ ასეც გავაგრძელე და: მე ოკუპაციური თერაპიის სტუდენტი ვარ და აქ იმიტომ ვარ რომ მაინტერესებს ყველაფერი ჩართულობის (ინკლუზიის) შესახებთქო. თავდაპირველად ყველა დამსწრის ყურადღება მივიპყარი ერთი იმიტომ რომ ინგლისურად გავეცანი ტრენერებს, მეორე იმიტომ რომ ოკუპაციური თერაპია ვახსენე. თუმცა მას შემდეგ რაც თარჯიმანმა თარგმნა ქართულად, ყველას თვალში უმისიო დილეტანტი სტუდენტი გავხდი და ისევ ყურადღების მიღმა დამტოვეს.

თავდაპირველად ფეხებში სიმძიმის გადატანის აქტივობა გავაკეთეთ ე.წ გახურებისთვის. ამის შემდგომ მოგვეცა ინსტრუქცია ნახევარწრის შიგნით არსებული სივრცის რამდენჯერმე სწრაფად და გაუჩერებლად გადაკვეთის შესახებ, ისე რომ არავის შევხებოდით, ამასთან წინასწარ უნდა აგვერჩია ნახევარ წრეში შემდგომი ლოკაციის ადგილი და მიზანმიმართულად წავსულიყავით მისკენ. გაჩერების უფლება გვქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა ჩვენგანი დაიკავებდა საკუთარ პოზიციას, დროის გასაწელად შესაძლებელი იყო ადგილზე სიარულის სიმულაცია, მანამ სანამ ჩვენი მეგობარიც არ „დაბინავდებოდა“.
აქტივობა რამდენჯერმე გავიმეორეთ და გულწრფელად ვთქვა ყველა შემთხვევაში ვეჯახებოდი სხვა მონაწილეს ჩემი მიზნისკენ სიარულის პროცესში. ხოლო მაშინ როცა ვცდილობდი არ დავჯახებოდი სხვა პირობას ვარღვევდი და ტემპს ვუკლებდი. როცა ტემპს კვლავ გავაუმჯობესებდი დანიშნულების ადგილას პირველი მივდიდოდი და სხვა მონაწილეთათვის დალოდება და ანგარიშის გაწევა მავიწყდებოდა. ერთ შემთხვევაში კი - მანამ სანამ მე სხვა პირობებს ზედმიწევნით შესრულებას ვცდილობდი, ჩემი შერჩეული ლოკაციის ადგილი სხვამ დაიკავა და მე იძულებული გავხდი გეგმისთვის გადამეხვია და სხვა ადგილი დამეკავებინა. გარემოსგან შემოთავაზებული ყველა პირობის დაკმაყოფილება ერთდროულად ფაქტიურად შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა ტრაგედია ეს არ იყო. შენიშვნა ამის გამო არავის მიუღია. რაღაც წესი ყველამ დაარღვია.
პრიორიტეტების არჩევანია წამყვანი - რას დათმობ და რას არა მიზნის მისაღწევად. რა გზას აირჩევ ან რიგ შემთხვევაში შესაძლოა თავად ეს გზა აღმოჩნდეს პრიორიტეტული და არა ის ადგილი რომელიც შენ დასადგომად აირჩიე. სხვაგან ხარ, მაგრამ კმაყოფილი ხარ იმით როგორც აქამდე მოხვედი.

(გაგრძელება იხ. აქ)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG