Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური ჯუნგლები თუ იისფერი უდაბნო?!


ავტორი: თათია ბრეგვაძე

მთელი ცხოვრების მანძილზე ვემზადებით რაღაცისთვის, ვიღაცისთვის...
ვსწავლობთ ათასგვარ თეორიებს, ქცევებს, ჩვევებს, ენებს, უნარებს ამა თუ იმ მიზეზით...
ვეგუებით, ვგუობთ ბევრ რამეს, ბევრ ვინმეს სხვადასხვა ეგიდითა და იდეით...
მუდმივ ძიებაში, მიმოცვლასა და აქტივში ვართ (რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურის გათვალისწინებით). შემდგომ ვსვამთ კითხვას, კი მაგრამ ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებ, მინდა ნამდვილად თუ მინდა რომ მინდოდეს? მჭირდება კი? რა მიზანს ემსახურება, რა იდეას, რა ამოცანას?
კითხვებს არ და ვერ სცემ პასუხებს, ეჭვებს არ ნებდები და აგრძელებ არჩეულ გზას, არ ღალატობ საკუთარ პრინციპებს, იბრძვი და ილტვი იდეალისტური მიზნების რეალიზებისკენ სოციალურ ჯუნგლებში ანუ სოციუმში, რომელიც ჯუნგლებს უფრო წააგავს...
სოციალური ჯუნგლები, ადგილი, სადაც არის ნაკლებობა იდეის, ამოცანის, სიცოცხლის სურვილის, ღმერთის, ადამიანის, საკუთარი თავის სიყვარულის შესაძლებლობა... სამაგიეროდ არის უძრაობა, უმოქმედობა, უინტერესობა, გაყინულობა და უსიყვარულობა...
საერთოდ აღარაფერი გინდა, გინდა ჯუნგლებიდან წასვლა, ჩნდება კითხვის ნიშნების დიდი კასკადი, რომელიც დიდდება და ზვავისებრი ხდება. ეძებ გამოსავალს, ცდილობ გასწორებას ყველაფრისას, იხსენებ სად დაუშვი შეცდომა, ეს ყველაფერი ხომ შენ გაამრუდე სადღაც. (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, თუმცა ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ფაქტი)
კითხვები ასეთ ფორმას იღებენ: სად, როდის, როგორ, რატომ, ვისთან დავუშვი შეცდომა? პასუხი არ არის.... იწყებ განტევების ვაცების ძიებას, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ადამიანები, ასევე საგნები, მოვლენები, პროფესიები და ათასგვარი სხვა მიზეზი. ილუსტრაციისათვის ძირითადი მაგალითები სოციალური ჯუნგლებიდან მოგჰყავს, რადგან იქ უამრავი ნიმუში, ფენომენი და მოვლენა არსებობს, რომელიც განხილვასაც კი არ ემორჩილება.
გბეზრდება სოციალური ჯუნგლები თავისი წევრებით, წესებით, ფსევდო ნორმებით, ,,ვაიკულტურით", (კულტურა ყველანაირი გაგებით) უმოქმედო სპეციალობებით, უსუსური არსებებით, არაფრისმომცემი ურთიერთობებით და იწყებ ცხოვრებაში უმთავრეს, იისფერი უდაბნოს ძიებას...
ბევრი სიხარული მინდა...
სად იპოვნი, როდის, როგორ და რა ვითარებაში,- სვამ კითხვებს და ხარ ისევ ძიებაში, ოღონდ სხვა სახის. აგრძელებ წინ სვლას, ეძებ ახლა გზას... ისევ აქტივი, ძიება და ძიება... სად იპოვნი იისფერ უდაბნოს? რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ თავში...
შემდგომ როგორ მოახდენ მის ტრანსფორმირებას რეალურ სამყაროში ანუ სოციალურ ჯუნგლებში, ეს შენი ამოცანაა, თუმცა უნდა გააკეთო ყევლაფერი მის მოსაპოვებლად, შესანარჩუნებლად, რადგან მერე არ თქვა, რომ მომეძებნა და გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შემეძლო, ახლა ხომ იისფერ სამყაროში ვიცხოვრებდიო?!
რა იქნება იისფერი სამყაროს შემდგომ? იქაც არ მოეწონება ადამიანს, არ დააკმაყოფილებს არსებული ფორმა, დაიწყებს ბორგვასა და ძიებას, იპოვნის სხვა ალტერნატივას ან ვერა... თუმცა სახელს ნამდვილად შეურჩევს ახალ სამყაროს, ისევ იქნება მუდმივ ძიებაში.
სინამდვილეში კი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს ეძებს, საკუთარ პირველსაწყისს, როდესაც იპოვნის ყველგან კარგად იქნება, არ აქვს მნიშვნელობა სამყაროს სახელს, სხვადასხვა სოციალურ თუ კულტურულ მახასიათებლებსა და მარკერს...
მთავარი იდეა მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის ძიებაში, პოვნაში, აღმოჩენასა და გარდაქმნაში, ოღონდ საკუთარი თავის პოვნა ნამდვილი, ჭეშმარიტი არსითა და იდეიით...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG